კომპანიის შესახებ
GD Holding 20 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა მიმართულების სადისტრიბუციო ბიზნესის მქონე შემდეგი კომპანიებითაა წარმოდგენილი:
GD ALCO – 2004 წლიდან საქართველოს ბაზარზე პრემიუმ ალკოჰოლის დისტრიბუტორია.
GDI – 2016 წლიდან წარმოადგენს Philip Morris International ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში თამბაქოსა და გახურებადი თამბაქოს/iQOS გაყიდვა/დისტრიბუციის მიმართულებით;
GDM – 2005 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა საკვები/არასაკვები პროდუქტების საქართველოს ბაზარზე იმპორტს და სავაჭრო ქსელებში დისტრიბუციას;
GDC – 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად იგი წარმოადგენს ლოჯისტიკურ ცენტრს, რომლის საქმიანობაც მოიცავს საბაჟო საწყობს და შესაბამისი პროცედურების დაპროცესებას, ტვირთების მიღება, დამუშავება, დასაწყობება და მიწოდებას.
